2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა რუსთავში რეგისტრირებული სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარებისთვის სწავლის პროცესში გამოსაყენებელი და საჭირო ნივთები (მოტორული განვითარების სათამაშოები, დაფები და საძერწი მასალები) შეიძინა.
საჩუქრები ცენტრებს სამსახურის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ გადასცა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სულ 7 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრებში ჯამში 126 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.