უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4260 ლარი ეღირება, ევრო – 4.0646 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7108 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4134 ლარი ღირდა, ევრო – 4.0585 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.7187 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 აპრილს ამოქმედდება.