ფონიჭალაში ოჯახი დააყაჩაღეს

ფონიჭალაში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია ოქრო და ფული.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები, რომლებიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ, ნიღბიანმა პირებმა გაკოჭეს. შემთხვევა  გვიან ღამით, “კომენდანტის საათის” დროს მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ  მომხადთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.