„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათისთვის გადაიდო.

შეხვედრა 14:00 საათზე იყო დაგეგმილი.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება.