რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ძლიერი ქარის შედეგად, საუკუნოვანი ხე წაიქცა.
პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა და რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურასაც მინიმალური ზარალი აქვს.
მათივე ინფორმაციით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში პარკის ტერიტორიაზე 22 ხე გადაიბელება და მოიჭრება.