ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. TV4-ის ინფორმაციით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.