ყვარლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შედეგად, მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ასევე ქვეითი. ქვეითს მანქანა მდინარეში გადავარდნამდე დაეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.