“აზოტელების” პროტესტის მესამე დღე – პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

“რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელი პირები საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო ლაცაბიძეს და პარლამენტის წევრს, ალექსანდრე დალაქიშვილს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი საკითხი აქციის მონაწილეების სამი ძირითადი მოთხოვნის განხილვაა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცულების საინიციატივო ჯგუფი გადაწყვეტილებებს გაეცნობა და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე.

როგორც გაფიცულები ამბობენ, მათი სამი ძირითადი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდა, განაცდური სამუშაოს ანაზღაურება და მუქარის ტონის გარეშე მოლაპარაკებების პროცესის გამართვაა.

“გვაქვს კონტაქტი დეპუტატთან, ამ წუთისთვის იმართება შეხვედრა ადმინისტრაციის ნაწილთან,  განიხილება ეს საკითხი, შვიდი- რვა საათისთვის ჩამოვლენ, კონკრეტული გუშინდელი შეთანხმებიდან გამომდინარე, ათ კაციანი ჯგუფი შევალთ შეხვედრაზე , ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს სამი, შევჯერდებით და ვნახოთ.

ჩვენი მოთხოვნებია, რომ ის საშუალო ხელფასის, რომელიც დადგენილია წარმოებაში 50%-ით გაიზარდოს, ის დღე განაცდური რომელიც იყო, არ გადაეხადოს ამ ხალხს და მესამე, ყოველგვარი მუქარის გარეშე დავიწყოთ საუბარი. ეს პროტესტი არ არის უკანონო, ეს პროტესტი გამოწვია ამათმა დაყრუებამ, არ გაგონებამ . ჩვენ არც საბოტაჟს ვგეგმავდით. ის, რომ ჟანგბადის წარმოება იმუშავებს, იმუშავებს პირველივე დღესვე, ჩვენ ვთქვით , რომ ამას არ შეექმნება პრობლემა. ჩვენ არ შევქმნით ხელოვნურად, რომ დაგვჭირდეს რიგრიგობით შევალთ და ხელით გადავტვირთავთ და ვამუშავებთ”- განაცხადა “აზოტელების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა.