რუსთავის “აზოტის” თანამშრომლებმა ქარხნის ადმინისტრაციას დრო 12:00 საათამდე მისცეს. “აზოტის” თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ და სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
როგორც საწარმოში დასაქმებულები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საწარმოს ტერიტორიაზე შესასვლელ გზას გადაკეტავენ და ქარხანაში არავის შეუშვებენ.
ამ დროისთვის, რუსთავის აზოტის მიმდებარე ტერიტორიაზე 300-მდე ადამიანია გაფიცული.
აქციის მონაწილეების თქმით, საწარმოს ხელმძღვანელ პირებთან გასაუბრებას დილიდან ცდილობენ, თუმცა ამ დროდმე მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.
აზოტში დასაქმებულების განცხადებით, საწარმოს მენეჯმენტი მათ ხელფასების 20%-ით მომატებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.