ამირან გამყრელიძე რუსთავში შეხვედრას მართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავში იმყოფება. NCDC-ის ხელმძღვანელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს ხვდება. 

ვიზიტის ფარგლებში, გამყრელიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ცენტრის გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან – COVID-19-ის მიმდინარე ეპიდსიტუაციის და ვაქცინაციის საკითხებზე.

 ცენტრის წამომადგენლები ასევე,  ეწვევიან რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს და კლინიკა „რუსთავს“.