“არა ნამხავანჰესს!” – “გლოვოს”, “ბოლტისა” და “ვოლტის” კურიერები აქციას მართავენ

“გლოვოს”, “ბოლტისა” და “ვოლტის” კურიერები ფილარმონიასთან “ნამახვან ჰესის” საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ისინი რიონის ხეობის მსვლელებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები 12 საათზე შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. აქციაზე მონაწილეებს   ბანერები აქვთ მიტანილი: “არა ნამხავანჰესს!” “ქართული მიწა არ იყიდება”.

შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს გაგრძელდება გუმათშიც, სადაც რიონის ხეობის მცველები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ პოლიციამ აქტივისტებს ნამხვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს.

ადგილობრივი მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები 172 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.