აქციის მონაწილეებმა “აზოტის” ავტობუსებს გზა გადაუკეტეს

“რუსთავის აზოტის” გაფიცულმა თანამშრომლებმა ავტობუსებს გზა გადაუკეტეს. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა გზა იმ ავტობუსებს გადაუკეტეს, რომლებსაც საწარმოს თანამშრომლები უნდა გადაეყვანა.

გაფიცულებმა ავტობუსებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს და ტერიტორია ცარიელმა ავტობუსებმა დატოვა.

საპროტესტო აქციას საწაროს მიმდებარე ტერიტორიაზე “რუსთავის აზოტის” დასაქმებულების ნაწილი მართავს. აქციის მონაწილეები სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

დღეს საწარმოს ხელმძღვანელ პირებსა და დასაქმებულების 20-კაციან ჯგუფს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.