დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს, 26 აპრილს იმსჯელებს.
გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სააღდგომო დღესასწაული მოკრძალებულად და რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ.
„წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ პერიოდში უფრო მოკრძალებულად გვმართებს საოჯახო თუ სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. ამაზე რეკომენდაციები როგორც შარშან, წელსაც იგივეა. სასურველია, რომ ტაძრებში დაცული იყოს დისტანცია, ტაძარში ყველა იყოს პირბადით და რადგან ახლა ამინდები ამის საშუალებას იძლევა, წირვა-ლოცვის რადიოფიცირება მოხდეს, მრევლი იყოს უპირატესად გარეთ და გარეთაც დაცული იქნეს დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.