აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათ​ამდე მოქმედებს.