აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში მამაკაცი ავტომობილით შევარდა და ცეცხლი გახსნა

ტეხასის შტატში, სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტში მამაკაცი ერთ-ერთ ტერმინალში ავტომობილით შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა. ‘

მომხდარის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჰქონდა და ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.