ახმეტაში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 2000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

წინასწარი ინფორმაციით წაღებულია 2000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი, დამტვრეულია მაღაზიის მინა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.