ბესო ზანგური ყველა როლიდან დროებით მოხსნეს

მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს.

შესაბამისი ბრძანებას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რობერტ სტურუამ ხელი მოაწერა. ბრძანება ძალაში უკვე შევიდა, ის დღეს გამოიცა.

ბრძანების თანახმად, ზანგური “მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

“როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი…რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ… გაიხარეთ”, – წერს ბესო ზანგური Facebook-ზე.