ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

 ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

  ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000-ლარამდე. ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

დეპარტამენტის ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.