ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ უცნობია.