15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
ბიზნეს სექტორი “კომენდანტის საათის” გაუქმებას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას და ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვს.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ,
ისინი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მათი თქმით, სამუშაო ჯგუფი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაზე იმუშავებს.
“ობიექტებთან ერთად, დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური. თუ ვისაუბრებთ სარესტორნე ბიზნესზე დაახლოებით ობიექტების 60% აღარ არსებობს. ეს არის ეკონომიკაში დაკარგული თანხა”, – განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ.