სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის “გავიგუდეთ” და ფონდი “გიმნაზიელების” ერთობლივი ორგანიზებით, რუსთავის 24-ე სკოლის ეზოში 150 ფიჭვი და თელა დაირგო.
გამწვანების აქციაში ფინანსური მხარდაჭერა რუსთავის ინოვაციების ჰაბმა და ფონდმა “ორბელიანმა” გამოჰყო.
აქციაში მონაწილეობა სამოქალაქო აქტივისტებმა, ყოფილმა გიმნაზიელებმა, სკოლის ახლანდელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. სკოლის ეზოში ხეების დარგვის შემდეგ საირიგაციო სისტემაც მოეწყობა.
აქციის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ რომ ინიციატივა “გაამწვანე შენი სკოლა” აქტიური გახდება და ისინი სამომავლოდ ქალაქში არსებული სხვა სკოლების ეზოების გამწვანებაც გეგმავენ.
ფონდი “გიმნაზიელები“ რუსთავის ქართული გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა დააფუძნეს, რომლის მიზანიც აღნიშნული სკოლის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებაა.