გაბუნია: პრემიერი არ იყო პრიორიტეტული ვაქცინაციის არცერთ ჯგუფში

პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მას ჩაუტარდება ყველა შესაფერისი მკურნალობის ფორმა. ამ დროისთვის პრემიერის მკურნალობა გრძელდება თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„აცრების გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობაას. ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც, გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული ვაქცინაცია განსაზღვრულია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.