შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყველანაირ პრევენციულ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი აპრილ-მაისის განმავლობაში შევინარჩუნოთ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რადგან აცრების გარეშე ეპიდემია ვერ დამთავრდება.
„არ გვინდა, რომ რაიმე შეზღუდვა დაემატოს, დავიცვათ წესები, რეკომენდაციები და დისციპლინა – არ გვინდა, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.