ახალგაზრდობის სააგენტომ გარდაბანში „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სააგენტოს რეფორმის აღნიშნული მიმართულება კომპლექსურ მიდგომებს გულისხმობს. კერძოდ, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ადგილობრივი ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება.
კვლევას დაეფუძნება ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
ამასთან, სააგენტო მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად” გადაამზადებს.