გარდაბანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ გარდაბნის  მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა  9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები გაიხსენეს.

ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა “ბეთანია” პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბმა გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მიცვალებულთა პარაკლისი გადაიხადა.