გარდაბნის მერი წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივანს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელ მარინა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივანს შეხვდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვას და განხორციელებას.

მათივე ცნობით, საქართველოს წითელი ჯვარი პანდემიის დაწყების დღიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს.