გაფიცულებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს “სირცხვილის კორიდორი” მოუწყვეს

“რუსთავის აზოტის” საწარმოს ტერიტორია ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა “სირცხვილის კორიდორის” გავლით დატოვეს.

“აზოტის” გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის დირექციის წარმომადგენლები შეძახილებითა და ხმაურით გააცილეს. 

 საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდას ითხოვენ. “აზოტელების” აქციას მშრომელთა სოლიდარობის კავშირის და პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ.