გაფიცული თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფს რუსთავის მერი ხვდება

“რუსთავის აზოტის” გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია დღეს დილიდან განაახლეს- აქციის მონაწილეები მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან.

ამ წუთებში “აზოტელების” საინიციატივო ჯგუფს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ხვდება, რომელიც მხარეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

დღესვე, აქციის მონაწილეებმა პროფკავშირის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

უკვე მეორე დღეა, გაჩერებულია წარმოება. „აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ.