დამენია ამნისტიაზე: სანამ ხელს მოაწერდნენ უნდა გარკვეულიყო, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს უნდა ემსჯელათ, ვის შეეხებოდა კონკრეტულად 20 ივნისის ამნისტიის კანონი.

“სანამ ხელმოწერაზე მიდგებოდა საქმე, ეს დეტალები უნდა გარკვეულიყო, უნდა შედგენილიყო ისე, რომ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებმაც სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენეს და არაადამიანური მოპყრობა იყო, მათ არ უნდა შეხებოდათ. თუმცა, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია, და ალბათ იმ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამაზე, ვინც წინსწრებად ხელი მოაწერა”, – განაცხადა ლაშა დამენიამ.