ელისაშვილი: ვისაც ქვეყანა და ხალხი ადარდებს, ის ამას ხელს მოაწერს

„შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, ესაა საბოლოო დოკუმენტი პრეზიდენტ მიშელის მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული, რომელშიც ძალიან მცირე სარედაქციო ცვლილებები შეიძლება, შევიდეს, მაგრამ შინაარსობრივად და არსებითად ტექსტი არ შეიცვლება. აქაა საუბარი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში პროპორციულ წესში 43 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. აქ რურუას და მელიას გათავისუფლების ძალიან კონკრეტული მექანიზმებია. აქაა ძალიან სერიოზული ჩანაწერები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმასთან და ხუთ კომიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლება უნდა დაიკავონ.

ერთი რამ ვიცი, უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავინ დაგვიწყებს, ეს იყო ბრიუსელის განცხადება, ვაშინგტონის განცხადება, ერთობლივი, გამოქვეყნდა საბოლოო დოკუმენტი, ამას ვინც ხელს არ მოაწერს, იმას არც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს, რომელიც სიღატაკეში იხრჩობა. ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ, ისედაც პარლამენტში ვართ შესულები. უცნაურია, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო წარმოდგენილი. საინტერესოა, ხალხმა ნახოს, ვისაც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს, ის ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.