ორშაბათიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღები სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. ამის შესახებ TV4-ს ბოლნისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს. სწავლას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო ბაღიც.
სააღმზრდელო დაწესებულებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაკეტეს.
ონლაინ ფორმატიდან სწვალების ტრადიციულ მოდელს უბრუნდება ბოლნისის N1 საჯარო სკოლაც. ადგილობრივ რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა შუა კვირიდან განახლდება.
ინფორმაციისთვის,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლასა და ბაღში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.