ეპიდვითარება რუსთავის სკოლებში – რომელი სკოლები და რამდენი კლასია დისტანციურ მოდელზე

კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკა და ეპიდვითარება რუსთავის სკოლებში – დღევანდელი მონაცემებით, ქალაქში სრულ დისტანციურ სწავლებაზე N6 და N12 საჯარო სკოლები რჩება. აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატით რვა აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, N7 და N22 საჯარო სკოლებში ტრადიციული მოდელით, საკლასო ოთახებში სწავლა გუშინ განახლდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა N18 სკოლის მაღალი კლასის მოსწავლესაც, რის გამოც სკოლის ერთ-ერთი ცვლა სრულად დისტანციურ მოდელზე 16 აპრილის ჩათვლით გადავიდა.

გარდა ამისა, დისტანციურად სწავლების მოდელი რუსთავში, სულ სამმა პედაგოგმა აირჩია.