ეპიდვითარება საქართველოში 4 აპრილს

საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 454 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 649 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 599 გამოჯანმრთელდა, 3 811კი, გარდაიცვალა.