საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.