საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 729 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.