“ვაქცინაცია – ქვეყნის გენოციდი” – მეუფის სკანდალური ვიდეომიმართვა

მეუფე სპირიდონის სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სხალთის ეპისკოპოსი მიმართვაში რამდენიმე საკთხზე საუბრობს.

“ვაქცინაცია – ქვეყნის გენოციდი და საკუთარი ხალხის დაწამვლა; “ლიბერასტები” “გარყვნილი, წაბილწული და უგვანი იდეოლოგიის მქონე სახალხო დამცველის წარმომადგენლები”-ეს ვიდეომიმართვაში დასმული საკითხების არასრული ჩამონათვალია.

სხალთის ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა.

მეუფე სპირიდონის განცხადებით, “ბავშვებთან არ არის იმ პირების ადგილი, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ”.

სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა. განცხადების თანახმად, ომბუდმსენის აპარატი ითხოვდა, რომ რწმუნებულებს მონიტორინგი განეხორციელებინა წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში. ომბუდსმენის ცნობით, მეუფემ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ომბუდსმენი პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტებსა და ბავშვების დასჯის შემთხვევებზე წლებია საუბრობს. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ამავე ვიდეოში მეუფე ეხება, “ნამახვანჰესს” და ქართული მიწების გაყიდვას ეხება. აქაც ეპისკოპოსის გზავნილები ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსისაა.