ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ასაკის მიუხედავად, მაღალი რისკის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნიდან, ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პარტნიორებთან, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, შემდეგ კვირას დამატებით იმუშავებს და შევადგენთ სიებს არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია და განთავსდება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ყველა შეძლებს დარეგისტრირებას”- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ.