ვაშაძე: კრიზისის აღმოფხვრისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ერთი დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ.

„ჩემი აზრით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ეს კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში.

ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს, მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის”-  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.