ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ოფიცერი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლს ხელში დანა ჰქონდა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, საფრთხე ლიკვიდირებულია და ამ დროის მონაცემებით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.
ამერიკული მედიის საშუალებით ვრცელდება იმ ლურჯი ფერის სედანის ამსახველი კადრები, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, კონგრესისკენ მიმავალ ერთ-ერთ ქუჩაზე უსაფრთხოების ბარიერზე შეიჭრა.
პოლიციამ კაპიტოლიუმის კომპლექსი და მისკენ მიმავალი გზები მაღალი საფრთხის გამო ჩაიკეტა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.