ვის არ შეეხება 4-11 მაისის არდადეგები – მთავრობის განმარტება

მთავრობის წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, შესაბამისი რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც 4-11 მაისის ჩათვლით დასვენების დღეები არ შეეხება.

ღიბრაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი უწყებები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. მისი თქმით, სამი სამინისტრო ბრძანებაზე უკვე მუშაობს და დეტალები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

“აღნიშნულ მომენტში არანაირი დამატებითი ღონისძიების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, იქნება მიღებულ გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დასვენების დღეებს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობა აუცილებლია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც არ შეეხება დასვენების დღეები”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.