“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი პირი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებულები. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხუთივე მძევალი უსაფრთხოდაა და მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
“თავდამსხმელი დაკავებულია. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები, სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანება არავის მიუღია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგაოძებო მოქმედებები.
რას ითხოვდა თავდამსხმელი ამ და სხვა დეტალებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ყველა , ხუთივე მძევალი უსაფრთხოდ არიან გადაყვანილები.”-განაცხადა ვაჟა სირაძემ.