შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – წერია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება, რათა დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დააკავონ.