თეთრიწყაროში კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გაიმართა. ფოლკლორული ანსაბლის „გუდარეხის“ და საბავშვო თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს, სპექტაკლიდან – „გვახსოვდეს.“
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.