ცერცვაძე: ქვეყანაში ადგილების, სუნთქვის აპარატების და პერსონალის ნაკლებობა არ არის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არც ადგილების, არც სუნთქვის აპარატების და პერსონალის ნაკლებობა არ არის, – ამის შესახებ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსისთვის მობილიზებული 6 000 საწოლიდან დაკავებული 3 600-ია.

“ადგილებზე ჯერჯერობით არავითარი პრობლემა არ არის. 3 600 კაცი წევს და 6 000 ადგილია მობილიზებული. სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და ექიმების პრობლემა არ არის. დღეს, თუ რომელიმე პაციენტს უარს ეტყვიან ან დაუგვიანებენ ჰოსპიტალიზაციას, ეს მხოლოდ მათი ბიუროკრატიის ბრალია.“,- განაცხადა ცერცვაძემ.