ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად აჩქარებს პრივატიზაციის პროცესს და მიმდინარე კვირაში აუქციონზე 150-მდე ლოტი გავა.
“წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი – როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები. დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს.
პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი – როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესეო ობიექტები”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.