ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.
მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.