იმუშავებენ თუ არა “ინტერტრანსის” მიკროავტობუსები 3 მაისიდან

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქალაქთაშორისო ტრანსპორტი  3-დან 12 მაისის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე არ გავრცელდება.

TV4 დაინტერესდა, იმუშავებს თუ არა კომპანია “ინტერტრანსი” აღნიშნულ პერიოდში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობისები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ინფორმაციისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  3-იდან 12 მაისის ჩათვლით მუნივიპალური ტრანსპორტი  საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებს.