საპროტესტო აქცია გრძელდება “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლების დასწრების შემთხვევაში შევლენ.
როგორც “აზტოში” დასაქმებულები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საწარმოს პიკეტირებას გეგმავენ და ტერიტორიაზე კარვებს გაშლიან.
“ვითხოვთ, რომ მოლაპარაკება იყოს გამჭვირვალე. თუ საჭირო იქნება, კარვებსაც გავშლით, პიკეტირებასაც მოვახდენთ ქარხნის და არ შევუშვებთ არავის. გუშინ 12 საათი ვიდექით 400-500 ადამიანი და არავინ გამოვიდა, პირიქით ირონიული დამოკიდებულება აქვთ და არ გვცემენ პატივს ხალხს. კი ბატონო მივდივართ სალაპარაკოდ, მაგრამ ორი მოთხოვნა გვაქვს,იურისტები და ტელევიზია, გამოვიდნენ და კი ბატონო. ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ ტელევიზია იყოს. იმიტომ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი. 2019 წელს შეგვპირდნენ, როდესაც ნათია თურნავა იყო ჩამოსული, რომ ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, როდესაც ვითხოვთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგპირებვართო.”-აცხადებს აქციის ერთი-ერთი მონაწილე.









