კახეთში შეჯახების შედეგად მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა

გურჯაანის-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ერთმანეთს “მერსედერსის” და “ოპელის” მარკის მანქანები შეეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალისის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 40 წლამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. 25 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი დაზიანებებით ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.