კლინიკა “რუსთავი” და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი კოვიდკლინიკებად გადაკეთდა

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობა გაიზარდა – 27 აპრილიდან კოვიდკლინიკებად გადაკეთდა კლინიკა “რუსთავი” და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა TV4-ს განუცხადა, დღეის მდგომარეობით, რეგიონში სულ 8 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს, სტაციონარში კი საწოლების დაახლოებით 40 %-ია დაკავებული.